იყო ჩემი ცემის ფაქტი – ირმა შარიქაძე ძალადობის შესახებ პირველად ალაპარაკდა

“იყო ჩემი ცემის ფაქტი”- ნინუცა მაყაშვილის შემდეგ, დიზაინერი და ფოტოგრაფი, ირმა შარიქაძე, პირველად ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აცხადებს, რომ პირველად ძალადობის მსხვერპლი წლების წინ გახდა. მისი თქმით, მასზე, ყოფილმა მეუღლემ იძალადა. ირმა შარიქაძე ასევე განმარტავს, თუ რატომ საუბრობენ, ძალადობის მსხვერპლი ქალები, მომხდარზე წლების შემდეგ.

”მე მქონდა მსგავსი ისტორია, წამოვედი ჩემი შვილის მამისგან იმავე მიზეზით, ეს იყო ცემის ფაქტი, როცა ჩემი შვილი იყო 8 თვის ეხლა ჩემი შვილი არის 21 წლის, მე ძალიან მსგავსი სიტუაცია მქონდა, როცა საუბრობდა, როგორ წამოვიდა, რთული მოსაყოლია, როგორი სტრესია, როცა გგონია, რომ თუ რამე არასწორად გააკეთე შეიძლება მოგკლან. არ გრძელდებოდა ძალადობა დიდხანს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა რომ გამეორდა, გადავწყვიტე რომ ჩემ ცხოვრებაში აღარ განმეორებულიყო, ფაქტიურად წასასვლელი არსად მქონდა, ფაქტიურად არსად წავედი ბავშვით ხელში. ვიყავი 20 წლის და არ მქონდა სიტუაცია მეთქვა მიშველეთ,ძალადობა ხდებოდა უმიზეზოდ. როდესაც გადის დრო და შენ ხდები ძლიერი ქალი შენ გაქვს ამის ძალა, რომ ამაზე ისაუბრო,დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში არის უამრავი ქალი, რომელსაც აქვს მსგავსი ისტორია, რომლებიც ამაზე არ საუბრობენ, ვთვლი რომ ამაზე საუბარი არის საჭირო,” – ამბობს შარიქაძე.