“კაბინეტენში სხედხართ, გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება.. მარტო მე ვარ ოჯახიდან ცოცხალი..” – ასე მიმართავს, რაჭაში სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ონის მუნიციპალიტეტის მერს სერგო ხიდაშელს, რაჭა-ლეჩუმ-სვანეთის მაჟორიტარს დეპუტატ გოჩა ენუქიძეს და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს.
“Papuna Margvelidze Gocha Enukidze Sergi Khidesheli კაბინეტენში სხედხართ მაინც და გეგმა ჩამომიწერეთ როგორ გავაგრძელო ცხოვრება ამის მერე. მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი. ონის მუნიციპალიტეტის მერია” – წერს მარიტა გუტაშვილი.
- თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.
ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, პრემიერის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.
სტიქიის ზონიდან გუშინდელიდან დღემდე ჯამში 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი ნაწილი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას დღეს დილით გადმოიყვანეს.