კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები-მელია თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტია “კანონი და სამართალი“–ს ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას ფეისბუქით პასუხობს:
“თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდაც ჩემს სამომავლო გეგმებზე.
ვისაც ის ახმოვანებს უკვე წელიწადზე მეტია, ადვილი გამოსაცნობია.
დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის “დავალებით” ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით.
კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებლები – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ.
ქვყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც (და ძალიან მალე) არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება.
საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე!“– წერს მელია