შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინაში, სოფელ ივანკოვოში ჩავიდა, თუმცა სარდაფში იმალება.
ის მოუწოდებს კადიროვს, გამოვიდეს სარდაფიდან და ბრძოლაში “თავი გამოიჩინოს”.
“ის ივანკოვოშია, სადაც ჩვენს სპეცრაზმელებს სარდაფში ემალება და მალე რუსეთში დაბრუნებას აპირებს. გასაკვირი არ არის, რომ კადიროვს მოვუწოდე უკრაინაში ჩამოსვლისკენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვრთ, რამზან. შორეულ ივანკოვოში სარდაფში არ უნდა ჩაკეტილიყავი.
ჩაჯექი ტანკზე და შეუტიე კიევს. გამოიჩინე თავი, რამზან, ნუ დაიმალები სარდაფებში ვირთხასავით!”,– წერს ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამის არხზე.
სხვა ოფიციალურ წყაროებს კადიროვის უკრაინაში ყოფნა ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.