პირველი კადრები მძევლების ოთახიდან – ზუგდიდში ბანკში შეჭრილი პირი ტელევიზიებს დაუკავშირდა

ტელეკომპანია “მთავარი არხის” იმ კადრებს ასაჯაროებს, რომლებიც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალშია გადაღებული. კადრში ჩანან აყვანილი მძევლები. მძევლად 19 ადამიანია აყვანილი.

“შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი. გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული ავტომატით და ყუმბარით და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობით მოგვარება ამ სიტუაციის შეუძლებელია, 500 დოლარს ითხოვს და უნდა შემოვიდეს ვინმე შეიარაღებული და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია” – ამბობს ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია “მთავართან” საუბარში.

 

თავდამსხმელი, რომელმაც საქართველოს ბანკში მძევლები აიყვანა ნახევარ მილიონს ითხოვს