კალაძე არ ადასტურებს, რომ მასსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მასსა და პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებაა.

„ტყუილია, პარტიას ჰყავს თავმდჯომარე ირაკლი კობახიძის სახით, მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის გახლავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ.