თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას “გარისკავს”, მის ჩამოსვლას “მიესალმება”.
“მივესალმებით მის ჩამოსვლას, თუ ის გარისკავს, მოახერხებს, ჩამოვა. თუმცა ამაში ნამდვილად არა ვარ დარწმუნებული, რადგან ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება მოგვისმენია და უკვე იუმორის გრძნობა დაჰკრავს ხოლმე ამ განცხადებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ამბობს, რომ მის ჩატარებამდე საქართველოში ჩამოვა.