თბილისის მერის, კახა კალაძის პირადი ექიმი, ზურაბ ფაღავა არ ადასტურებს, რომ კალაძეს, ვერტერო- ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა. მისი თქმით, თბილისის მერს, ვესტიბულოპათია აქვს.
“ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით”- განაცხადა ზურაბ ფაღავამ.