კანადამ უკრაინას პირველი “ლეოპარდი“ გაუგზავნა

კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ტვიტერში დაწერა, რომ კანადის მთავრობის მიერ იანვარში დაპირებული ოთხი ტანკიდან პირველი Leopard 2 უკრაინაში გაიგზავნა ჰალიფაქსის აეროპორტიდან.

„კანადა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მათ გასამარჯვებლად სჭირდებათ“, – წერს ანიტა ანანდი.