„იმედი გვაქვს სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ – წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება და დავრწმუნდებით იმაში, რომ რუსეთის პროპაგანდას უწყობენ ხელს. სწორედ რუსეთის პროპაგანდაა: აი, ნახეთ, როგორ გჩაგრავს თქვენ დასავლეთი და არასამართლიანად გექცევათ.

თუკი სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით ისევე არასამართლიანად მიგვექცევიან როგორ არასამართლიანადაც შარშან მოგვექცნენ, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ რუსული პროპაგანდისკენ არის საქმე, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ”

ეს განცხადება ჟურნალისტებთან ”ქართული ოცნების” დეპუტატმა,  გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.