,,არ უნდა შევყვეთ იმედგაცრუებების კასკადს და არ უნდა მოხდეს უძალობის დემონსტრირება მორიგ ჯერზე. ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ დასავლეთი არის ჩვენი მტერი, როდესაც მეორე ხელით რაღაცას გადმოაგდებს – მოდით ვიმსჯელოთ ევროპარლამენტის რეკომენდაციებზეო, იმაში არ უნდა შეყვე, პარტნიორებმაც რომ გითხრან. უნდა ავუხსნათ, რომ არანაირი ჩართულობა არ იქნება, სანამ გვეყოლება რეჟიმი, რომელიც დასავლეთს ვნებს. ოპოზიცია დიალოგისთვის მზად იქნება, თუ ვითარება იქნება ნორმალური. როდესაც ერთი ხელით გეუბნები, ხვალ უნდა დაგხვრიტოო და მეორე ხელით ხალხის დასაბნევად დიალოგზე დაჯდომისკენ მოგიწოდებ, თან გიჭერ, როგორ მოხდება ეგ ერთდროულად? მაკალისტერი იქნება თუ სხვა პარტნიორი, თავისუფალი სამყარო აფასებს შედეგებს, რომელიც ვერ დადგება თუ ხელისუფლებას მივეცით საშუალება, რომ ხალხი პროპაგანდის მორევში დააბნიოს“,
ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაზე საუბრისას განაცხადა.