“კანონში ხარვეზების ნაცვლად, პირბადის ტარებით დაინტერესდით “- ასე უპასუხა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქტიტიშვილმა კითხვას, ხომ არ არის წინააღმდეგობა არსებულ კანონმდებლობასა და ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის მოქალაქეებს დაჯარიმებას შორის.
“იურიდიული მუხლების წიაღებში ნუ შევალთ, მაგრამ პირველი, ჩვენი მთავრობის დადგენილებით, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის კანონის ფარგლებში დადგენილი გვაქვს პირბადეების რეგულაცია, გვაქვს სრული უფლება იმისა, რომ გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები, რომელსაც დღეის მდგომარეობით იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა რადგანაც ჩვენ 1-ლი იანვრიდან ვაახლებთ ამ კანონის მოქმედებას, შესაბამისად, უკვე ამ კანონში გაიწერება ეს სანქციაც.
არავითარ კაზუსთან არ გვაქვს საქმე და მეორე კომენტარსაც ვიტყვი, მედიაც, ჩვენი მოქალაქეებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ყველა, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაინტერესებული არა მთავრობის დადგენილებაში ან კანონში ხარვეზების ძიებით, არამედ იმით, რომ პირბადე ატაროს უკლებლივ ყველა მოქალაქემ.”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.