კანცელარიასთან აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი მარიამ შუშანია ავრცელებს.

“კანცელარიასთან ორი ადამიანი დააკავეს.
მიზეზი
ნუ ყვირიხარ გოგო” – წერს მარიამ შუშანია.

აქციიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, სამართალდამცავმა აქციაზე მოქალაქეს  რომელსაც ხელში ბანერი წარწერით ” ირაყლი გაა*ვი პარლამენტიდან” ეკავა, წაართვა და დაკავებით დაემუქრა.

ცნობისთვის, კანცელარიასთან აქცია  შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით იმართება. რაჭაში, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, ითხოვენ ირაკლი კობახიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასაც.