კაპიტოლიუმში, სადაც ტრამპის იმპიჩმენტს განიხილავენ, ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

აშშ-ში მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. კონგრესის შენობაში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.

კოლუმბიის ოლქის ეროვნული გვარდიის მაიორმა, რენე ლიმ განაცხადა, რომ სამხედროების მობილიზება უსაფრთხოებისთვის გახდა საჭირო.

“ეროვნული გვარდია აქ არის, რათა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და ჩვენი თანამემამულე ამერიკელების უსაფრთხოება უზრუნველყოს”, – თქვა რენე ლიმ.

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და კონგრესის სხდომის ჩაშლა სცადეს, სადაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ.