„ამ დროებით კონსტრუქციაში, ანუ კარავში, მარტივად რომ ვთქვათ, ბომბი რომ იყოს, ბომბი ხომ უკვე საფრთხეა. სინამდვილეში თუ იცით, რომ იქ შეიძლება ბომბი იყოს, კარავი რა შუაშია. ბომბი ჯიბეში რომ ჩავიდო, საშიში არ ვიქნები? ჯიბეში რომ მედოს ბომბი, ამას ყურადღებას არ მიაქცევთ იმის გამო, რომ ტრანსპორტი ნორმალურად მოძრაობს? არ ვიცი, შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით ან არ გინდათ რომ მიხვდეთ მაგრამ, თუ ვინმე გვისმენს, მაგის ამბავი, რომ კონსტრუქციაა საშიში და არა ადამიანის ქმედება, რომელიც საფრთხის შემცველია, ამას კონსტრუქციასთან არანაირი კავშირი რომ არ აქვს, როგორ შეიძლება რომ ქართველი ხალხი ამას ვერ მიხვდეს?”
სე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძეს, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.