საქართველოს პრეზიდენტი დღეს დგას ასეთი ალტერნატივის წინაშე, ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მისთვის კარგი, რომ გადადგეს, ან ატაროს ის ტვირთი, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც, პრაქტიკულად, აღარც ხალხისგან გააჩნია ლეგიტიმაცია და აღარც საკონსტიტუციო სასამართლოსგან.
მე რომ მისი მრჩეველი ვიყო, რა თქმა უნდა, ვურჩევდი, რომ ცუდსა და უარესს შორის ალტერნატივა ცუდზე გაეკეთებინა. ცუდია, რა თქმა უნდა, რომ გადადგება პრეზიდენტი, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. მაგრამ, უარესი იქნება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი არ დაუჯეროს და ამის მერეც ზიდოს ის ტვირთი, რასაც კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია.
მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც იყო დაახლოებით ერთი თვის თუ თვენახევრის წინ, როდესაც ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა საკუთარ საზოგადოებას.
მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.