ძალიან კარგი ნიშანია, რომ პარტიები ცდილობენ გამოსავლის პოვნას – კელი დეგნანი

აშშ–ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ არსებული საკითხები პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია.

“ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანხმდებიან, ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი – ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და ჩვენ გამოსავლის მოსაძებნად სამუშაოს ვასრულებთ.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. ყველაფერი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა გადასაწყვეტია”,– ამბობს დეგნანი.

დღეს ოპოზიციური ლიდერები ფასილიტატორ ელჩებს ინდივიდუალურად ხვდებიან.