“კარგია რომ ბაიდენს უფრო მკვეთრი პოლიტიკა ექნება საქართველოს მიმართ ” – მეთიუ ბრაიზა მაიკ პომპეოს ვიზიტს აკრიტიკებს

“კარგია რომ ბაიდენს უფრო მკვეთრი პოლიტიკა ექნება საქართველოს მიმართ ” –  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის ადმინისტრაციას აკრიტიკებს და ოპოზიციას რჩევებს აძლევს. როგორც ბრაიზა აცხადებს, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, თუმცა  მისი თანაშემწის თბილისში ვიზიტის გახანგრძლივებას და ოპოზიციასთან შეხვედრას დადებითად აფასებს. მისი თქმით, პომპეოს ვიზიტის დროს მედია ჩართული უნდა ყოფილიყო და სახელმწიფო მდივნის განცხადებები საზოგადოებას უნდა მოესმინა.

“რა იყო მთავარი მიზანი მაიკ პომპეოს ვიზიტისა, მეც ძალიან მაინტერესებს. ჩემი აზრით, დრო იყო არასწორად შერჩეული. სახელმწიფო მდივანი ამ ტურნეში წამოვიდა მაშინ, როდესაც პომპეომ ამერიკულ არჩევნებზე და ხელისუფლების გადაბარებაზე გააკეთა საშიში განცხადებები. დონალდ ტრამპმა კი, ამერიკული საარჩევნო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ. ამ ფონზე, პომპეო ჩამოვიდა ქვეყანაში, რომელიც თავად არის არჩევნების შემდგომ კრიზისში. ცუდი სიმბოლოა, დამეთანხმებით. ასეთ მდგომარეობაში, როცა განცხადებას არ აკეთებ და არაფერს ამბობ სახელმწიფო მდივანი, ცოტა უცნაურია, რადგან ეს ამერიკულ დიპლომატიას ეწინააღმდეგება.

დიპლომატის მთავარი იარაღი, სხვა მთავრობებთან დახმარების პროგრამები და სიტყვაა, რომლითაც უდნა დაარწმუნო სხვა ხელისუფლება რომ თავის ხალხს მოუსმინოს, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი პომპეოს ვიზიტის დროს მედიის ჩართულობა რათა მოგვესმინა განცხადებები საქართველოში და რეგიონზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე ამიტომ შთაბეჭდილება მრჩება რომ ამაზე მას არ უფიქრია. კარგი რაც მოხდა ის არის რომ თავად შეხვდა არასამთავრობოებს და  თავისი წარმომადგენელი, ფილიპ რიკერი დატოვა ოპოზიციიასთან შესახვედრად. კარგია რომ ბაიდენს უფრო მკვეთრი პოლიტიკა ექნება საქართველოს მიმართ, რადგან მან კარგად იცის რეგიონი და თავად საქართველო.  – ამბობს მეთიუ ბრაიზა. 

ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს ის საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პატრიარქს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.