კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ დაგვიანებულია – სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში ეხმაურება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელისმოწერასთან დაკავშირებით და მას დაგვიაებულს უწოდებს. ამის შესახებ სენატორი ” ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს.
„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, – ამბობს ის.