ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. კარლ ჰარცელს საქართველოში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და ქვეყანას ტოვებს. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი ელჩი „განსხვავებულად იმოქმედებს“.
„ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვდასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ განაცხადი გვქონდა წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ა.შ. ვერიდებოდით მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, თუმცა დღეს როდესაც დაასრულა თავისი მისია თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს”, – განაცხადა კობახიძემ.