“თქვენ ახლა კარლ ჰარცელივით ლაპარაკობთ, თითქოს, ყველაფერი დადასტურებულია”, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას, რატომ გაგრძელდა ფარული მიყურადება და მოსმენები.
მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, “ზღვა მასალაში” რომელი იყო კანონიერი მოსმენის შედეგი.
“აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა, არის მხოლოდ ქაღალდები, ამ ქაღალდზე გადატანილი საუბრებიდან რომელია ავთენტური… ჩემი გვარიც ფიგურირებდა – ვერ ვიცანი მე ეს საუბარი. გამოვრიცხავ, რომ ეს არის რეალობა.
ავთენტურობას ვერავინ დაადასტურებს სერიოზულად თუ უნდათ რომ გამოიყურებოდეს, სანამ გამოძიება არ დასრულდება. ეს რომ იყოს აუდიოჩანაწერი, სადაც ერთმანეთის ხმას ვიცნობთ, შედარებით ადვილია საუბარი. ამ ტიპის სკრიპტი თქვენც შეგიძლიათ შეადგინოთ და მეც, გამოვიგონო,” – თქვა წულუკიანმა.