კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში მზად იქნება – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  ამერიკული კასეტური ჭურვები უკვე ჩავიდა უკრაინაში და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად. უკრაინა ჭურვების ბახმუტში გამოყენებას გეგმავს.

გამოცემა არ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის  შედგა  გენერალ-პოლკოვნიკთან  საუბარი.

ჟურნალისტებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ “ბახმუტის ირგვლივ პოზიციებზე ამერიკული ჰაუბიცა M777-ები დაინახეს, რომლებიც (კასეტურ – რედ.) ჭურვებს ისვრიან.”