“რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გააქტიურებდა, ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ ბატონი კასიანოვი ჩაჯდებოდა, ეს უცნაურია… მინდა ყველას შევახსენო, რომ უკრაინას ბელარუსიდან ელჩი არ ჰყავს გამოწვეული და ეს გაუგებარია. აქვე შევახსენებ ყველას, რომ საქართველო ღირსებით სავსე ქვეყანაა და არავის აქვს უფლება, რომ ჩვენ შესაბამისად არ გვესაუბროს. ასევე, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამაყობს თუნდაც იმით, რომ რუსეთი დამარცხებული ჰყავს სტრასბურგსა და ჰააგაში. მეტი პატივისცემა მართებს ყველას, როცა საქართველოზე დაიწყებს საუბარს, დიპლომატიურ სტანდარტებზე აღარ ვსაუბრობ”
აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადების კომენტირებისას.