“კაცობრიობას მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებას” – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ატომური იარაღის შეკავებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს კაცობრიობას მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებას. კლიმატის კრიზისმა, მკვეთრმა უთანასწორობამ, კონფლიქტებმა და ადამიანის უფლებების დარღვევამ, კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეულმა პიროვნულმა და ეკონომიკურმა განადგურებამ ჩვენი სამყარო უფრო დიდი სტრესის ქვეშ მოაქცია, ვიდრე ეს ოდესმე იყო. კაცობრიობა საფრთხის წინაშე დგას დაივიწყოს ის გაკვეთილები, რომლებიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის საზარელ ცეცხლში გამოიწრთო. გეოპოლიტიკური დაძაბულობა ახალ სიმაღლეებს აღწევს, სადაც დიალოგი უნდობლობამ შეცვალა. სახელმწიფოები ეძებენ მცდარ უსაფრთხოებას მარაგების დაგროვებასა და ასობით მილიარდი დოლარის დახარჯვაში განკითხვის დღის იარაღისთვის, რასაც ჩვენს პლანეტაზე ადგილი არ აქვს. დღეს მსოფლიოში 13 000 ატომური იარაღის არსენალია მსოფლიოში“, – განაცხადა გუტერეშმა.