27 წლის გოჩა ჩხიკვაძე მთავარ არხს უყვება, რომ 1 აპრილს თბილისიდან დასავლეთ საქართველოში ავტომობილთ მიდიოდა. მას გზაში მანქანა გაუფუჭდა და თერჯოლამდე მისვლას კომენდანტის საათის დაწყებამდე ვერ ასწრებდა, ამიტომ ჯარიმის თავიდან ასაცილებლად ცხელ ხაზზე დარეკა.
“მითხრეს, რომ ასეთ რამეს არ ასეთ რამეს არ ითვალისწინებდნენ, რომ სადღაც 10–15 წუთი კიდევ მჭირდებოდა, რომ სახლამდე მივსულიყავი. შესაბამისად, ცოტა ავჩქარდით და მოვხვდით ავარიაში”,– ამბობს ჩხიკვაძე.
დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა თერჯოლის შესასვლელთან ნაწვიმარ გზაზე მოსრიალდა. ავტომობილი რკინის ჯებირიან ბორდიურს შეეჯახა.
გოჩა ჩხიკვაძეს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ახლა ის მეორე ფეხის ოპერაციას ელოდება.
“ველოდებით შეხორცებებს, რომ ხელახლა ოპერაცია დაიგეგმოს. ჯერ ვერაფერს ამბობენ ექიმები, რა იქნება და როგორ. შეიძლება შენარჩუნს ფეხი, შეიძლება ვერ. ოპერაცია ნებისმიერ შემთხვევაში გასაკეთებელია”,– ამბობს გოჩა ჩხიკვაძე.
ის დღეს მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.