“ბოლო პერიოდის განმავლობაში კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე არ იყვნენ ფაქტობრივად ჩართული პარტიულ საქმიანობაში, ჩვენ გვქონდა მათთან, რა თქმა უნდა, საუბარი, ისინი აღარ არიან წარმოდგენილნი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, შესაბამისად. დანარჩენი შემადგენლობა არის უცვლელი.
თავის დროზე დამტკიცდა პოლიტსაბჭო 21 წევრის შემადგენლობით, ახლა ვამცირებთ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას, 15+1 ასეთი იქნება შემადგენლობა. რეალურად [კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე] აღარ იყვნენ ჩართულნი ბოლო პერიოდში პარტიულ საქმიანობაში, აქედან გამომდინარე, ერთად მივიღეთ ლოგიკური გადაწყვეტილება”.
აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.