პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდის შემდეგაც ამბობს, რომ ენმ–ს თავმჯდომარე პოლიტპატიმარი არ არის.
მისივე განცხადებით, როცა მელია საპატიმროს დატოვებს, პარლამენტში თავის ადგილი უნდა დაიკავოს.
„ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტზე, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, იმის მიმართ, რომ პოლარიზებამ დაიკლოს და ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ. შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და ის საქმიანობა, გააგრძელოს, რომელსაც ევროპელები მისგან ელიან“,– თქვა კუჭავამ.
ევროკავშირმა 8 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად 40 000 ლარის ოდენობის გირაოს თანხა გადაიხადა.