”ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური რეპრესიების ახალ მეთოდს მიმართა – პარლამენტის თავჯდომარემ, კახა კუჭავამ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ციხეში დეპუტატების შესვლის ნებართვა გააუქმა.
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 15:00 საათზე შეიკრიბნენ. ადგილზე, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო.