ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გუშინ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები დემონტაჟის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ. მისი თქმით, ყველა ნაგებობა მშენებარე იყო.
“ყველა შენობა, რომლის დემონტაჟიც მოხდა, იყო უკანონო და ამავე დროს მშენებარე (და არა დასრულებული) ნაგებობა. გუშინ არ მომხდარა არც ერთი ადამიანის საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება – ეს შეგნებულად გავრცელებული ცრუ ინფორმაციაა”,- თქვა მდინარაძემ.
ის დემონტაჟის დაწყების გადაწყვეტილებას პრინციპულსა და სახელმწიფო ინტერესებისთვის სასარგებლოს უწოდებს და ამავე დროს, თბილისის მერის ჰუმანურობაზე საუბრობს.
“კახი ყოველთვის გამორჩეულია იმით, რომ შეუძლია იყოს სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი, ძალიან პრინციპული და ამავდროულად ყველა გააკვირვოს თავისი ჰუმანურობით“, – აცხადებს მდინარაძე.