“ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი კახიანი, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე “შეურაცხმყოფელს” უწოდებს და ენმ-დან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, გია ლორთქიფანიძეს უკავშირებს.
- “რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს.სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან სწორედ, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე” – ამბობს კახიანი.