ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიცით კეზერაშვილის მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში.მას აქვს უფლება დაიცვას თავი და ამ მიზნით გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი.

მაგრამ, ერთია სამართლებრივი განზომილიბა და მეორე პოლიტიკური.

პოლიტიკური აქტივობა კი სამართლებრივისგან განსხვავებით არ გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

მას თუ უნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, აქვს ვალდებულება დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. მანამდე კი ის პოლიტიკურად ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულში და არა ჩვენი კომპრომეტირებული ხელისუფლების, არამედ BBC-ს მხრიდან, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების ფლაგმანია იმ სამყაროში, საითაც მასთან აფილირებული ყველა პოლიტიკური, თუ მედია სუბიექტი დეკლარირებულად მიისწრაფის.
სანამ ის ამას არ გააკეთებს, მისი ნებისმიერი აქტივობა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და ”პოლიტიკურ სამარეში” ექაჩება ყველა მასთან დაკავშირებულ სისტემას საქართველოში.
ამიტომ, მინიმუმ უნდა აიღოს პაუზა ამ ურთიერთობებში. ნებისმიერი თავისი აქტივობა გადაიტანოს პირობით “ბრმა ტრასტში” შეუვალი რეპუტაციით, რათა არ დააზიანოს უამრავი წესიერი ადამიანი.

სხვა შემთხვევაში ის ნებსით, თუ უნებლიედ ითამაშებს ხელისუფლებისთვის სასურველ თამაშს, რომელიც კარგი არაფრით დასრულდება…

გია ხუხაშვილი, ექსპერტი