მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი, კემბრიჯის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ 2021 წლის შუა რიცხვებამდე ლექციები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ამის შესახებ კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესსპიკერი აცხადებს.
მისი განცხადებით, კემბრიჯის უნივერსიტეტი განაგრძობს ლექციების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ მცირე ჯგუფებისთვის, მხოლოდ იმ პირობით, რომ მაქსიმალურად იქნება სოციალური დისტანცია დაცული.