კვარიათში, ზღვაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
კვარიათის ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოები გუშინ, 27 ივლისს დაიწყო. 30 წლამდე ქალი და კაცი ზღვაში გუშინ შევიდნენ და გაუჩინარდნენ.
მეორე დაკარგულის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.