“კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებ. საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი გაწერილი, დიახაც, მისხალ-მისხალ, რამდენადაც შესაძლებელია, სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ყველაფერთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინებაც. თქვენც, მეც, ბევრ ადამიანს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფება, გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს მოხდება აუცილებლად, უახლოეს მომავალში, მაგრამ წუწუნი იმაზე, გუშინ, რატომ არ მოხდა, საქმეს არ წაადგება ხვალ და ზეგ. ხვნეშა და თვითგვემა, ბიძინა ივანიშვილს სპეცრაზმელები და „რობოკოპები”, რომ ჰყავს, რატომ ვერ ვერევითო – არათუ ვერ ვერევით, სისხლის ღვრაში არ შევყევით ბიძინა ივანიშვილს“
ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.