“კიდე შენ ხარო? მირტყამდნენ, მაგინებდნენ ” – ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია

რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია.  მისი თქმით, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას.

“საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო.

პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში…

კიდე შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ  ” – ამბობს გრიგორიადისი.