“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ გვაქვს სასამართლო”, – ასე გამოეხმაურა კარტოგრაფების საქმეზე დაპატიმრებული ივერი მელაშვილის ცოლი, თამარ სულაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვეს/
“ამას არ ჰქვია სასამართლო. არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ჩანს, ზევიდან დავალებაა და როგორც უნდათ, ისე წყვეტენ”,- განაცხადა ჟურნალისტებთან თამარ სულაძემ.