სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქადაგებისას 5 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა და ძალადობაში პარტიები და დასავლეთის ქვეყნების საელჩოები დაადანაშაულა. ის ამბობს, რომ მათ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა ღირსების მარშის ორგანიზატორებს, რომ არ გაემწარებინათ ქართველი ხალხი, მაგრამ არ დაიჯერეს და ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო. “კიდევ კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? – მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო, თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“–თქვა სპირიდონმა.
„ძალიან ცუდი სიტუაციაა დღეს მთელს მსოფლიოში,ამაზრზენი, ფაქტობრივად, სატანური მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში. დაკანონებულია უამრავ ქვეყნებში ღვთის გამამაწარებელი ცოდვა. როგორც რუის-ურბნისის კრება ამბობს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ჰომოსექსუალიზმი. აგე, რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში.
საშინლად დიდი არეულობა გამოიწვია მათმა ძალმომრეობამ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და ეკლესია აფრთხილებდა, რომ არ გააკეთოთ ეს, არ დაიწყოთ ეს, თქვენი უზნეობის და გარყვნილობის დემონსტრირება და არ გაამწაროთ ქართველი ხალხი, რადგან ეს არეულობას გამოიწვევს, გამოიწვევს ძალიან მწვავე რეაქციას თქვენს მიმართ. არ დაიჯერეს ეს, გააკეთეს, წააქეზეს, დასავლეთის – ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ. საელჩოებმა და აყვნენ მათ 15 ეშმაკზე მიყიდული პარტია თავის საელჩოებიანად და აგერ თქვენ იცით, რა მოხდა. აგერ, მერე ქართველებს დააბრალეს მოძალადეები ხართო. შე დალოცვილო, დღე და ღამე დედას რომ აგინებ [მაპატიოს ღმერთმა] პატრიარქს ულანძღავ, ეპისკოპოსებს ულანძღავ, ეკლესიას ულანძღავ, სარწმუნოებას ულანძღავ, ღმერთს გმობ, სახარებას, სახალხოდ უფალს და ღვთისმშობელს მაცხოვარს, რომლებსაც შეეწირენ ქართველები, 100 000 ერთ დღეს შეეწირა, 6 000 ბერი ერთ დღეს შეეწირა. ყველა ჩვენი ომი არის სიწმინდისთვის დაცვის ომი, საწმუნოებისთვის დაცვის ომი, რაც კი ჩვენ ნათელვიღეთ ქრისტიანობის, მართლმადიდებლური სარწმუნოების. როცა ჩვენი მილიონობით ჯარისკაცი, ქართველი, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა ამ დიდი ჭეშმარიტების და რწმენის დაცვას და შენ გამოდიხარ და ამას ულანძღავ, კიდე კარგად გადარჩით თქვენ იმ დღეს და ჩვენ ვართ მოძალადეები? მოძალადეები თქვენ ხართ, შვილო. თქვენი წამქეზებელი 15 პარტია, ის საელჩოები და მთელი დასავლეთი“, – ამბობს სპირიდონი.