PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

Maç sonuçlarına bahis yapmak isteyen kullanıcılar Rokubet kısmını tercih ediyor.

Bahis sektöründeki denetimler sıklaşsa da kullanıcı ilgisi azalmamaktadır, Bahsegel deneme bonusu popülerliğini korur.

Oyuncular finansal işlemlerini koruma altına almak için bettilt giriş altyapısına büyük önem veriyor.

Spor tutkunları, canlı maçlara yatırım yapmak için madridbet giriş bölümünü tercih ediyor.

კიევზე სარაკეტო იერიშს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ემსხვერპლა

კიევზე სარაკეტო იერიშს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ვერა გირიჩი ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად, მისმა კოლეგამ ალექსანდრ დემჩენკომ გაავრცელა, შემდეგ კი რადიო თავისუფლების კიევის ბიურომაც დაადასტურა.

ჟურნალისტის ცხედარი დღეს, 29 აპრილს დილით  ნანგრევებში აღმოაჩინეს.

ვერა გირიჩი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროში 2018 წლიდან მუშაობდა. მანამდე მუშაობდა სხვადასხვა წამყვან უკრაინულ ტელეარხებზე.  გირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა.

ალექსანდრ დემჩენკო სოციალურ ქსელში, დანგრეული კორპუსის გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ეს პატარა მანქანა ვერა გირიჩისაა – ჩემი კოლეგის „რადიო თავისუფლებადან“. ორიოდე წლის წინ ამ მანქანით ნემეშაევოში წაგვიყვანა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაც ხდებოდა ის რომ გაგვეშუქებინა. ახლა ვერა აღარაა. რუსული რაკეტა მის სახლს მოხვდა. ეს წერტილოვანი დარტყმა იყო. ვერა მთელი ღამე იქ იწვა, მხოლოდ დილით ნახეს. უბრალოდ არ ვიცი, როგორ გადმოვცე, რა არაჩვეულებრივი ადამიანი აღარაა ამქვეყნად“.

ვერა გირიჩის ბოლო ჩანაწერი ფეისბუქზე 10 აპრილით თარიღდება. მაშინ ის ფეისბუქზე წერდა, როგორ გაატარეს მისმა მშობლებმა ოკუპაციაში სინათლის, წყლის, გაზის და კავშირის გარეშე ერთი თვე.

რედაქცია ჟურნალისტის ახლობლების მიმართ თანაგრძნობას გამოთქვამს.

“გვემახსოვრება როგორც ნათელი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი“– წერია რედაქციის განცხადებაში.

რუსული რაკეტა გუშინ კიევში საცხოვრებელ სახლს იმ დროს მოხვდა, როცა კიევში იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ შეტევის მიზანი თავდაცვითი საწარმო “არტიომის“ დაბომბვა იყო. თუმცა, რაკეტა სინამდვილეში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.