კიევი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ჯარმა დნესტრისპირეთთან მოიყარა თავი

უკრაინულმა არმიამ დნესტრიაპირეთის საზღვართან ძალები გააძლიერეს – ამის შესახებ, სამხრეთის ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, ნატალია გუმენიუკმა  ტელემარათონის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინული ძალები ადეკვატურები არიან იმ საშიშროების მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან ჰიპოთეტიურად არსებობს.

“საზღვრის გასწვრივ კონცენტრირებულია ჩვენი ძალები, რომლებიც ადეკვატურია იმ საფრთხის მიმართ, რომელიც ჰიპოთეტურად შესაძლებელია”, – თქვა გუმენიუკმა.