უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს.
რაკეტების ფრაგმენტები დედაქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
სარაკეტო იერიშს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.