უკრაინის შსს–ს ინფორმაციით უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ობუხოვოს რაიონში ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა.
გუშინ საღამოს, 21:12 საათიდან უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ნახევარი საათის შემდეგ გამოჩნდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ, რომლებიც კიევის ოლქში ისმოდა. თვითმხილველებმა ივარაუდეს, რომ ხმაურის წყარო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობა იყო. დღეს კი კიევის ოლქის პოლიციამ ეს ვარაუდი დაადასტურა. მათი ინფორმაციით საღამოს, დაახლოებით 22 საათზე ობუხოვოს რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ მართლაც ჩამოაგდო რუსული რაკეტა.
“აფეთქების შედეგად დაზარალებულები არ არიან. აფეთქებას არც ნგრევა მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ელექტროენერგია შეწყდა“– ნათქვამია პოლიციის ინფორმაციაში.