კიევის ოლქის ქალაქ მაკაროვში 132 ცხედარი იპოვეს

კიევის ოლქის ქალაქ მაკაროვში 132 ცხედარი იპოვეს –  ინფორმაციას ამის შესახებ, ადმინისტრაციის უფროსი ვადიმ ტოკარი ავრცელებს.

“აღმოვაჩინეთ 132 ადამიანის ცხედარი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა დაცხრილეს. ქალაქის ნაწილი განადგურებულია, ხოლო შენობები აღდგენას აღარ ექვემდებარება. ცხედრები ვიპოვეთ, როგორც ცალკეულ ქუჩებში, ისე მასობრივ საფლავებში”, – ამბობს ვადიმ ტოკარი.