კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 17:15

კიევო-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა

კიევო-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა.  უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ დააზუსტა, რომ საუბარი არაა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისგან ლავრის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემაზე.

საუბარია იურიდიული პირის დარეგისტრირებაზე ლავრის იმ ნაწილში, სადაც ისედაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ექსპლუატაციაში იყო და არ ვრცელდებოდა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფული ტესტი. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ობიექტების ტერიტორიაზე.