კიევში ღარიბაშვილი და შარლ მიშელი შეხვდნენ

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც უკრაინაში ყირიმის პლატფორმაში მონაწილეობს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, შეხვედრა არაფორმალური იყო.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი 43%-იან ბარიერზე დამოკიდებული არ იქნება.