კითხულობენ, კორონა იძინებს ღამით? მობილობის შემცირების საშუალებაა – გამყრელიძე ე.წ. კომენდანტის საათზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობბს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი მობილობის შემცირების ერთ–ერთი საშუალებაა.

“ხშირად კითხულობენ, რატო რა, კორონა იძინებს ღამე? რატო არისო [კომენდანტის საათი]. ეს არის ძირითადად მობილობის დაცემის, შემცირების ერთ–ერთი საშუალება. საფრანგეთმა რა ქნა, ნახეთ? პირიქით, 6 საათზე გადმოიტანა, 12 საათიანი კომენდანტის საათი შემოიტანა საფრანგეთმა, რომელსაც აცრებიც დაწყებული აქვს და ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა. იმიტომ რომ მობილობის შემცირება არის ერთ–ერთი მთავარი”,– თქვა გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მან საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის გაგრძელებაც იგივე მიზეზით ახსნა.

“თბილისში არის მეტრი, უფრო აქტიური საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ზოგადად ინფექციასთან ბრძოლის ერთ–ერთი მთავარი იარაღი, სანამ ვაქცინა მასობრივად იქნება, არის მობილობის სერიოზული შემცირება. ჩვენ გაზაფხულზე შედეგი ძირითადად მობილობის შეზღუდვამ მოგვცა, ახლაც, ნოემბრის შემდეგაც.

ვედრებით ჩვენ ყოველთვის დასავლეთ ევროპას, სადაც შეინარჩუნეს [ტრანსპორტი], მაგრამ გაზარდეს სიხშირე. დაცვა, მეთვალყურეობა ტრანსპორტში დისტანციის, პირბადის ტარების, ხელების დამშავება და ა.შ. უფრო სხვა დონეზეა… ქვეყნის რესურსები ისეთი არ არის, როგორც საფრანგეთს და შვეიცარიას აქვთ”,– აღნიშნა გამყრელიძემ.