უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილო ბუდანოვის ცოლი, მარიანა ბუდანოვა მოწამლეს. Ukrainska Pravda ამ ინფორმაციას ძალოვან უწყებაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რაც შეეხება ბუდანოვის ცოლს (მოწამვლას), ეს სიმართლეა. ის თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც მას სამედიცინო ტესტები ჩაუტარდა და დადგინდა მოწამლვა”. – ამბობს Ukrainsa Pravda-ს წყარო.