„კლანი“ აბობოქრდა თუ მართლმსაჯულების რეფორმა არ დაიწყება, კაპიკს ვეღარ მივიღებთ! – ვაშაძე

„კლანი“ აბობოქრდა თუ მართლმსაჯულების რეფორმა არ დაიწყება, კაპიკს ვეღარ მივიღებთ! – ეს განცხადება,  ოპოზიციონერმა დეპუტატმა  გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„თუ პროცესი ასე გაგრძელდა, სანქცია ნომერი ერთი იქნება – ყველა მაკროსაფინანსო დახმარებაზე წინაპირობები. თუ არ შეიცვლება “კლანი” და მართლმსაჯულების რეფორმა არ დაიწყება, კაპიკს ვეღარ მივიღებთ! სამწუხაროდ, ვიცით, რომ ვალებით ვცხოვრობთ. შემდეგ იქნება პერსონალური სანქციები. მმართველმა გუნდმა რაც არ უნდა იჩქაროს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხელში შარლ მიშელის დოკუმენტი გვიჭირავს? იმიტომ, რომ სანქციების საფუძველი გახდება ამ დოკუმენტის შეუსრულებლობა. დოკუმენტს ჰყავს თავისი გარანტორი მხარე – ამერიკა და ევროკავშირი. როცა სანქციებზე იქნება საუბარი, დოკუმენტს აიღებენ და იკითხავენ, პუნქტი ნომერი ოთხი შეუსრულებელია? – იქნება სანქცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.