პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 3 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, პირველის მდგომარეობა უკეთესია, ხოლო დანარჩენი ორის – სტაბილურად მძიმე. მის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
ტურძელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, რომელთაგან 2 მართვით სუნთქვაზეა.
„ამჟამად ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 69 პაციენტი, აქედან არის 15 დადასტურებული. 15-დან 2 არის რეანიმაციაში, აპარატულ სუნთქვაზე, მათი მგდომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებული აქვს და იმედი გვაქვს, მათი გამოჯანმრთელების“,- განაცხადა ტურძელაძემ.
მისივე თქმით, მის კლინიკაში მყოფ ინფიცირებულთაგან 3 პაციენტის მდგომარეობა კარგია და მათ ჩივილები აღარ აქვთ.