“ბატონი კობახიძე არის მატყუარა – არანაირი შეიარაღებული ამბოხება არ იქნება, ამ შაბათს ისინი ძალიან წყნარად წააგებენ არჩევნებს და ეს ისტორია ასე მორჩება”- „ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა რაიმე კვლევა IPM-თან.
„ბატონი კობახიძე არის მატყუარა, „ევროპულ საქართველოს“ IPM-თან არანაირი კვლევა არ ჰქონია. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, რადგან აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რაც ფიზიკურად ბუნებაში არ მომხდარა. ჩვენი კვლევა გუშინ რაც იყო, გავასაჯაროვეთ შედეგები და იმ კვლევის მიხედვით, ისევე როგორც სხვა კვლევების მიხედვით, „ქართული ოცნება“ დრამატულად აგებს ამ არჩევნებს. როგორც ჩანს, ახლა მოიგონეს, რომ ნაცადი ხერხი გამოიყენონ და დააბრალონ ოპოზიციას რაღაც შეიარაღებული ამბოხება, ძალადობა, სამოქალაქო ომები და ბოდვები. არაფერი გამოუვათ, არანაირი შეიარაღებული ამბოხება და ძალადობა არ იქნება, ძალიან წყნარად ამ შაბათს, ისინი წააგებენ ამ არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია ასე. ტყუილები დარჩება ისტორიას, როგორც მორიგი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საბჭოური სტილის მართველობა უნდა რომ ჰქონდეს ივანიშვილს“, – განაცხადა კაპანაძემ.