“მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – დეკემბერში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად, 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე”
ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.